ხელფასები გაიზარდა - განათლებაში ანაზღაურება კვლავ ყველაზე დაბალია
16-09-2024

2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა, - აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 4.3 პროცენტით);

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 პროცენტით);

• მშენებლობა - 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8
პროცენტით).

ყველაზე დაბალი ხელფასი კი კვლავ განათლების სფეროში ფიქსირდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203