ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თაოსნობით, წლის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული ღონისძიება ეწყობა. ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივების შემოქმედებით განვითარებასა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე ზრუნავს.
ამჯერად, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ლეგენდარული ანსამბლის - „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა. მსმენელს საშუალება ჰქონდა ანსამბლის რეპერტუარიდან ყველასათვის საყვარელი სიმღერები მოესმინა.
კონცერტმა ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა, მსმენელები შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ და ქართული სიმღერებით დატკბნენ.
იხილეთ ფოტოები: