თბილისის N143 საჯარო სკოლაში, წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის, სკოლაში ახლახან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი - ირმა ბოლქვაძე ესწრებოდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. დასასრულს, მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N143 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, რომლებშიც ახალი ინიციატივის ფარგლებში, პროფესიული განათლება შედის და მე-11 კლასის მოსწავლეებს „სასტუმრო საქმის“ შესწავლა შეეძლებათ.
წელს პირველად, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საქართველოს მასშტაბით, საპილოტედ შერჩეული აჯარო სკოლების ბაზაზეა ხელმისაწვდომი.
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.
იხილეთ ფოტოები: