სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
16-09-2024

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგები გამოვლინდნენ. 13 სექტემბერს კი თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა იმ პედაგოგთა დაჯილდოება, რომლებმაც განაცხადი შეავსეს და დააკმაყოფილეს კრიტერიუმები, რაც პედაგოგთა ეროვნულ ჯილდოს მისაღებად იყო საჭირო.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან იყვნენ მიწვეულნი წარმატებული პედაგოგები საგანმანათლებლო რესურსცენტრების შერჩეული ფორმით.

ღონისძიებას ესწრებოდა ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე პედაგოგებთან ერთად: ბოლნისის რაიონიდან: დაბა კაზრეთის ორივე საჯარო სკოლიდან თითო-თითო წარმომადგენელი და ბოლნისის, ქვემო ბოლნისის და სოფელ სავანეთის საჯარო სკოლიდან ლამზირა ოსეფაშვილი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი. მან პადაგოგებს მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი დღე, ისაუბრა პედაგოგთა დამსახურებასა და ღვაწლზე. პედაგოგთა ეროვნული პრემია გადაეცა 10 პედაგოგს 10 ათასი ლარის სახით, დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

„თეატრში მიწვეული ჰყავდათ სხვადასხვა ანსამბლი, წარმოადგინეს ხალხური ცეკვები, შესრულდა არაჩვეულებრივი სიმღერები. დაჯილდოებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. მოწვეული პედაგოგებისთვის ეს იყო ერთგვარი მოტივაცია“, - აღნიშნავენ სკოლაში

სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორის - ინგა მიქელაძის თქმით, ეს იყო სკოლის წარმოჩენა და ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე დასწრების დიდი პატივი, გამოცდილების მიღება, რომელიც დადებითად წაადგება სკოლას.

„დასაფასებელია ის ფაქტი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფასებს
პედაგოგთა ღვაწლს, შრომისმოყვარეობას, მადლობა მათ ამ დაფასებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203