ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში ახალი 2024-2025 წარმატებით დაიწყო.
ამ დღის სამზადისში მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად გახლდათ ჩართული. სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკარს - სათენიკ ლაგზიანს დაეხმარნენ სახელმძღვანელოების კლასების მიხედვით დალაგებაში.
მოსწავლეებმა საქმე სრულყოფილად შეასრულეს. მათ ბავშვებს მოწესრიგებული საკლასო ოთახები და წიგნები დაახვედრეს.
სკოლა თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: