აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის კოლექტივი მუდმივად ზრუნავს სკოლის იმიჯზე, წინსვლასა და წარმატებულ საქმიანობაზე.
სწორედ ამ შემართებით, ადმინისტრაციისა და პედაგოგების ძალისხმევით, სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლიდან მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ორი პროფესიიდან: გრაფიკული დიზაინი და ბაღის დიზაინი, აირჩიონ ერთ -ერთი და სწავლა განაგრძონ სკოლის პარალელურად და დაეუფლონ სასურველ პროფესიას.
მოსწავლეები მიიღებენ სკოლის საშუალო საფეხურის დამამთავრებელ ატესტატსა და კოლეჯის პროფესიული პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.
აღსანიშნავია, რომ სიახლესთან დაკავშირებით სკოლაში ღია კარის დღე, 6 სექტემბერს გაიმართა.