დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო ახალი სასწავლო წელი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში.
ერთმანეთს მონატრებული კლასელების შეხვედა, გულთბილი შეგებება პირველკლასელებს და დიდი ჟრიამული ფერადად მორთულ სკოლის ეზოში - ასეთი იყო, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე კოხტის საჯარო სკოლაში.
ამოციებით დატვირთული და შთაბეჭდილებებით სავსე იყო, პირველკლასელებისათვის წიგნიერების სამყაროში გადადგმული პირველი ნაბიჯები.
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ადმინისტრაციის მილოცვით დაგვირგვინდა.
„კოხტის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებებით, სიახლეებითა და უშრეტი სიხარულით დახუნძლული წელიწადი, მეგობრებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: