წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს დიდი ზეიმი გაიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლე-მასწავლებლებისთვის დაუვიწყარი და ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი დევიზია - „ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა“. სკოლაში კარგად იციან, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სწავლის შეყვარება და მათი ინდივიდუალურობის შენარჩუნება.
„დიახ, ბავშვებს ვღებულობთ ისეთს, როგორებიც არიან, არ ვცდილობთ დავამსგავსოთ ვინმეს. შევიყვარებთ და ვამაყობთ, რადგან, თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი, ინდივიდუალური შესაძლებლობა და ვერასოდეს დაემსგავსება სხვას.
ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნოა და მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება,ცოდნის განმტკიცება და საკუთარი თავის რწმენა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სწორედ ამიტომ, სკოლაში ყოველი დღე დღესასწაულია. გამონაკლისი 16 სექტემბერიც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლა საზეიმოდ - ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მოირთო.
სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და მათ წარმატებებს უსურვებს.
„რწმენის, წარმატებების და სხვადასხვა მიღწევების ახალ 2024-2025 სასწავლო წელს გისურვებთ ყველას! ყველას! ყველას! სრულიად საგანმანათლებლო სივრცეს მეგობრებს კოლეგებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს
ზეიმობს სრულიად საქართველოს ყველა სკოლა. ეს დღე ახალი იმედების, წარმატებებისა თუ გამოწვევების დასაწყისია“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი
იხილეთ ფოტოები: