ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლის დირექტორმა - რუბენ ვარდანიანმა მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.
სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულით პირველკლასელები მიიღეს, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და სახემძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: