2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგები გამოვლინდნენ. ათ გამარჯვებულს შორის ერთ-ერთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანი კირკიტაძე გახლავთ.
დაჯილდოების ცერემონია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ამ მნიშვნელოვან პრემიას სპორტის პედაგოგ ნანი კირკიტაძეს და სხვა გამარჯვებულ პედაგოგებს. მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: