„სივრცული ფიგურები“ - ხარების საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
08-06-2018
წალკის, ხარების საჯარო სკოლის IV კლასში პროექტი - „სივრცული ფიგურები“ განხორციელდა. პროექტს პედაგიგი თინათინ მელაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა სივრცული ფიგურების მოდელები და მათი კარკასები საკუთარი ხელით გააკეთეს, რისთვისაც პლასტილინი, ასანთის ღერები და ფერადი ფურცლები გამოიყენეს. სივრცულ ფიგურებთან ერთად მათ ცილინდრისა და კონუსის გამოყენებით თოჯინები დაამზადეს.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა ნამუშევრები სკოლაში გამოიფინა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია. სამუშაო პროცესი მოსწავლეებისათვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა და მაღალი იყო მათი მოტივაცია და ჩართულობა.
„მოსწავლეებს, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, უჭირთ სივრცულ ფიგურათა წარმოსახვა. ამ საკითხის შესწავლის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება, რაც ეხმარება მოსწავლეებს უკეთესად აღიქვან ფიგურები, კარგად დაიმახსოვრონ სივრცული ფიგურების ელემენტები: წიბო, წვერი, წახნაგი. უადვილდებათ გადამკვეთი და არაგადამკვეთი წიბოების დასახელება, მოპირდაპირე წახნაგების მოძებნა, სწორედ ამ მიზნით განხორციელდა სასწავლო პროექტი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები