წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს საზეიმო ვითარებაში შეხვდნენ.
ტრადიციულად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის - გენადი ბალანჩივაძის პირველი შეხვედრა პირველკლასელებთან სწორედ ამ სკოლაში შედგა.
სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - მამუკა ჩხეტიანმა, მერის წარმომადგენელმა გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბესო ბალანჩივაძემ და საკრებულოს დეპუტატმა - ომარ სინაურიძემ.
სკოლის დირექტორმა - ნინო წილოსანმა კი საზეიმოდ გახსნა ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ემოციური და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.
აღსანიშნავია, რომ წელს ბანოჯის საჯარო სკოლას სამი პირველკლასელი ჰყავს.
იხილეთ ფოტოები: