„საფრთხის დონე საშუალო“ - 16-17 სექტემბერს მოსალოდენლია წვიმა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდი შეიცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მოსალდნელია ძლიერი წვიმა, რომელმაც შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
„16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.