2025 წლის აბიტურიენტებისთვის - პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით ცნობილია
16-09-2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით.

„გთავაზობთ იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალს (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას 2025-2026 სასწავლო წლისათვის. 


აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ამ დოკუმენტებში მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაკეთებული პირველადი არჩევანი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს.

საბოლოო ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ ბუკლეტში ,,ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203