დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად საზეიმოდ დაიწყო - სასკოლო ცხოვრებას ამაღლებული განწყობითა და შემართებით დაუბრუნდნენ მოსწავლეები და პედაგოგები.
ღონისძიების დასაწყისში სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა ნატალია ოთარაშვილმა, რომელმაც სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა სასკოლო საზოგადოებას. დირექტორმა განსაკუთრებულად დალოცა პირველკლასელები და მათ საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყება, სასკოლო საზოგადოებას, თიანეთის საკრებულოს წარმომადგენელმა დავით მგელიაშვილმა და თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ირაკლი ზვიადაურმა მიულოცეს.
პატარებმა შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები, რის შემდეგაც საქართველოს ჰიმნის ფონზე პირველმა და მეთორმეტე კლასელებმა აღმართეს საქართველოს დროშა. დაირეკა პირველი ზარი და დამრიგებლებმა შეიყვანეს თავიანთი მოსწავლეები საკლასო ოთახებში.
იხილეთ ფოტოები: