ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება შთამბეჭდავ და საზეიმო გარემოში აღინიშნა.
მოსწავლეთათვის სკოლა სადღესასწაულოდ მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საჩუქრებით გაახარა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა. ამისთვის, სკოლა მადლობას უხდის მას და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას მის სრულ გუნდს.
პირველკლასელებმა საყვარელი მასწავლებლები და ერთმანეთი გაიცნეს, სკოლა დაათვალიერეს და დადებითი ემოციებით აღივსნენ.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ წელს უსურვებს.