ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
პედაგოგები თითოეულ მოსწავლეს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ, ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით იმ პატარების დასახვედრად მოემზადნენ, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. პირველკლასელებს კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა მარინა ბეგიაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: