ნახუნაოს საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
17-09-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს მოსწავლეთა მისაღები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

დირექტორი გერასიმე კიკალიშვილი და პედაგოგები მოსწავლეები დიდი სიყვარულით დახვდნენ და სასწავლო პროცესის განახლება ზეიმად უქციეს. 

სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ პირველკლასელი მოსწავლეები. წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლას 5 პირველკლასელი გოგონა შეემატა.

მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - გერასიმე კიკალიშვილმა და მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. 

„მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს. დღეს არის 16 სექტემბერი, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი უბრწყინვალესი და ერთ-ერთი ულამაზესი დღეა. ამ დღეს ჩემს მოსწავლეებს და ჩემს მშობლებს, პედაგოგებს და  საზოგადოებას მინდა ვუსურვო სიკეთე, ჯანმრთელობა, მშვიდობა, კეთილდღეობა წინსვლა და წარმატებები. მე მინდა დღეს განსაკუთრებით მივესალმო ჩემს პირველკლასელ ხუთ გოგონას, რომლებიც ძალიან ლამაზები არიან და დღეს ჩვენს საკლასო ოთახებში ფერიებივით შემოფრინდებიან და თავიანთ პატარა ნაფეხურებს გადადგამენ საკლასო ოთახებში. მე მინდა ვუთხრა მათ - ეს წელიწადი ბედნიერი იყოს თქვენთვის და ყოველი წუთი და ყოველი გატარებული წამი თქვენს საკლასო ოთახებში და სკოლის სივრცეში ყოფილიყოს მომავალი ცხოვრების  გარანტი. მადლობა, თქვენ ბავშვები, რომ ლამაზები და კარგები ხართ, მადლობა, თქვენს დედიკოებს და მამიკოებს, მადლობა, თქვენს და-ძმებს, გამრავლდით, გაიხარეთ, წარმატებები გქონოდეთ ცხოვრებაში თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მე მინდა ასევე მიულოცო დღევანდელი დღე ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხნენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ისინი წარმოადგენენ ჩვენს სკოლას მათ წინაშე და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი სოფლის სახელიც. ასევე დღევანდელ დღეს მიულოცავ განათლების სისტემაში დასაქმებულ თითოეულ მოხელეს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს და მინდა ბედნიერება და სიკეთე ვუსურვო მათ, ვინაიდან ისინი ზრუნავენ ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებისათვის, ტრანსპორტით, სახელმძღვანელოებით და სკოლის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაში..... მადლობა ყველას ვინც გაიზიარა ეს დღე“,- დიდი სიყვარულით მიმართა დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას. 

მოსწავლეებს ასევე თბილი სიტყვებითა და დიდი მზრუნველობით მიმართა პირველი კლასის დამრიგებელმა - ლიანა ბერიამ. 

პატარებმა უფროსკლასელებთან ერთად დამსწრე საზოგადოება ლექსებით გაახალისეს

ბოლოს კი საქართველოს ჰიმნის თანხლებით ასწიეს პირველკლასელებმა სახელმწიფო დროშა და პირველი ზარიც დაირეკა.

ფოტოების ავტორი დავით პირტახია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203