მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ნოღის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კიდევ ერთხელ ულოცავენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ისინი ხომ საქართველოს მომავალი შვილები არიან და მათი სწავლა-განათლება პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
„სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ მათ მიიღონ ხარისხიანი სწავლა- განათლება“, - ხაზგასმით აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებს პორტაბელური კომპიუტერები, ყველა კლასის მოსწავლეს კი სახელმძღვანელოები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: