ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ და ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს.
ლამაზად მორთული საკლასო ოთახები, ფერადი ბუშტები და სახალისო აქტივობები საზეიმო განწყობას მეტად ამაღლებდა.
სკოლაში მოსწავლეებს 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავენ და ნაყოფიერ სასწავლო სასწავლო წელს უსურვებენ.
„ვულოცავთ, სასწავლო წლის დაწყებას ყველა აღსაზრდელს, განსაკუთრებით ჩვენს პირველკლასელებს! ვუსურვებთ, წარმატებულ და ნაყოფიერ დღეებს, მარადჟამს იწკრიალოს ჩვენი ქვეყნის სკოლების ზარებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: