ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.
ეს დღე ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური იყო თითოეული მოსწავლისთვის. ბავშვები მათთვის ლამაზად მორთული საკლასო ოთახებით აღფრთოვანებულები დარჩნენ, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და შესაძლებობები გამოავლინეს.
სკოლის დირექტორმა - ქეთევან კომახიძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები, ნაყოფიერი სიხარულით აღსავსე წელი უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეს სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა სკოლის ყოფილი დირექტორი ლამარა კოხრეიძე, ასევე ღვაწლმოსილი პედაგოგი ქეთევან ღოღობერიძე, რომელთა ხსოვნასაც პატივი მიაგეს.
„ქალბატონი ლამარა კოხრეიძისა და ღვაწმოსილი პედაგოგის ქალბატონ ქეთევან ღოღობერიძის გარეშე დაიწყო სასწავლო წელი ძალიან სამწუხაროა რომ სკოლას გამოაკლდნენ ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: