რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა 
17-09-2024

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს და ბავშვებს საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

სწავლის პირველი დღე განსაკუთრებული იყო პირველკლასელებისთვის, რომელთაც პედაგოგებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დღესასწაულად უქციეს. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს სასწავლო პროცესის განახლებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. 

„ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს და სკოლის პერსონალს.

გისურვებთ, რომ ყოველი დღე, სკოლის კედლებში გატარებული, ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, წარმატებისა და ბედნიერების მომნიჭებელი. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი. ასევე ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203