ქუთაისის N16 საჯარო სკოლამ ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები მონატრებულ მოსწავლეებს სიყვარულით შეეგებნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველკლასელებისათვის. მათ სკოლაში მობრძანება საყვარელმა პერსონაჟმა - „ლოკო-მოკომ“ მიულოცა.
კლასის დამრიგებელმა, ლანა კილაძემ პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და სახალისო აქტივობებით პატარებს ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად უქცია.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: