საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი უკვე დაიწყო. თუმცა, აღსანიშნავია, ის, რომ სასკოლო საზოგადოება ამ მნიშვნელოვანი დღისთვის დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით ემზადებოდა.
ამ დღის სამზადისში დირექცია და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახები ლამაზი დეკორაციებითა და ბუშტებით მორთეს, რათა ბავშვებისთვის 16 სექტემბერი დაუვიწყარი და შთამბეჭდავი ყოფილიყო.
სკოლის დირექტორი მოუთმენლად ელოდებოდა საყვარელ მოსწავლეებს, რაც მის სიტყვებშიც მკვეთრადაა გამოხატული - „ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ! გელოდებით დიდი სიყვარულით!“
იხილეთ ფოტოები: