2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური ერთადერთი პირველი კლასის მოსწავლისთვის გახლდათ, რომელსაც სკოლაში სიხარულით შეეგებნენ, გადასცეს საჩუქარი და გზა დაულოცეს „ცოდნის ტაძარში“.
სკოლის დირექტორმა - ზეინაბ კაჭარავამ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებსა და პედაგოგებს, გაიხსენა გასული წლის მიღწევები, იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
დღემ საინტერესოდ, ემოციურად და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: