ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში თითოეული პედაგოგის შრომა და ღვაწლი დაფასებულია.
მათ შორისაა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზეინაბ ივანიძე, რომელიც ღვაწლმოსილი პედაგოგი და ღირსეული პიროვნება გახლავთ. ის 55 წელია დაუღალავად ემსახურება სკოლას. აღსანიშნავია, რომ მას წელს სკოლაში მოღვაწეობის 55-ე წლისთავი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს სასკოლო საზოგადოება ღირსეულ მასწავლებელს დიდი სიყვარულით ულოცავს.
„არსებობენ ადამიანები, რომელთა ღვაწლი განუზომელია სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე, სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზეინაბ ივანიძე, რომელიც 55 წელია დაუღალავად ემსახურება აწყვიტის საჯარო სკოლა. მას წელს მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა. იგი დღესაც ისეთივე შემართებით მოღვაწეობს. აწყვიტის საჯარო სკოლა ულოცავს მას ამ მნიშვნელოვან თარიღს და უსურვებს უამრავ ნაყოფიერ წელს თავის საყვარელ საქმიანობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: