შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით და მოსწავლეების ჟრიამულით დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო და დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ბავშვების ამაღლებულმა განწყობამ მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა.
სკოლაში თითოეულ მოსწავლეს ულოცავენ სწავლის დაწყებას და ნაყოფიერ, ბედნიერ, წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.
„შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა გულითადად ვულოცავთ საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. ულევ წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: