ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ, დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
მოსწავლეებისთვის პედაგოგებმა საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებით და დეკორაციებით მორთეს. სასკოლო ცხოვრებას მონატრებული ბავშვები კი საყვარელ მასწავლებლებსა და მეგობრებს დიდი სიყვარულით შეხვდნენ. მათ ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ხალისით დაიწყეს.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დაუვიწყარი პირველკლასელთათვის აღმოჩნდა, რომელთათვისაც სკოლის ზარი პირველად დაირეკა. ბავშვებმა სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
მოსწავლეებმა ასევე, სკოლაში, საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
პირველკლასელებს კლასში კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები დახვდათ, რამაც ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
სკოლის დირექტორმა - არუსიაკ პეტროსიანმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალ სასწავლოს წელს წარმატება უსურვა.
სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: