ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლა ლამაზად მოირთო, რამაც თითოეული მოსწავლის განწყობა აამაღლა. მონატრებულმა კლასელებმა ერთმანეთი ნახეს, არდადეგებზე თავს გადახდენილი თავგადასავლები გაუზიარეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.
პედაგოგ ანა ქავზინაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა ლამაზი ყვავილები მიართვეს და ასე გამოხატეს მის მიმართ პატივისცემა. ბავშვებმა მასწავლებელს პირობა მისცეს, რომ ამ წელს საუკეთესოდ ისწავლიან და სკოლას ასახელებენ.
დღე ძალიან ლამაზი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: