ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
სკოლის ეზოში სოფლის მოსახლეობა, მოსწავლეები და პედაგოგები შეიკრიბნენ. საქართველოს ჰიმნის ფონზე დაიწყო ღონისძიება, რომელიც გახსნა სკოლის დირექტორმა - სერგეი პეტროსიანმა. მან დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. იქ მყოფ თითოეულ ადამიანს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებაში.
წახალისების მიზნით, დირექტორმა ყველა წარჩინებულ მოსწავლეს სიგელი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ წელს თორიის სკოლას 6 პირველკლასელი ჰყავს. მათთვის სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბავშვებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით პატარა ღონისძიება მოამზადეს. პატარებმა წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს. სკოლის დირექტორმა კი საზეიმო ვითარებაში მათ კომპიუტერები გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-12 კლასელებიც. მათ თავიანთი მოხსენებებში მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას, პედაგოგებს და შეჰპირდნენ, რომ ბოლო წელს წარჩინებით დაასრულებენ.
სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას.
იხილეთ ფოტოები: