ტყიბულის N6 საჯარო სკოლა ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა. უახლოეს პერიოდში კი კომპიუტერული ლაბორატორიას პროექტორები შეემატება.
2023-2024 სასწავლო წლის ივნისში ტყიბულის N6 საჯარო სკოლას მსოფლიო ბანკის პროგრამის - „საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება“ ფარგლებში, რომლის მიზანია განავითაროს ციფრული კომპეტენციები და მოახდინოს სასკოლო ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაცია, გადაეცა სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა (პორტაბელური კომპიუტერი და პრინტერი). ასევე, სააგენტო ამჟამად პროექტორების შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს ახორციელებს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია მზადაა სასწავლო პროცესის გასაახლებლად.