თბილისის N61 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმში თბილისის საკრებულოს ორგანიზებული საგანმანათლებლო გაკვეთილები -„საუბრები მუსიკაზე“ მოისმინეს.
„საუბრები მუსიკაზე“ მე-19 საუკუნეში გავრცელებულ მუსიკალურ ჟანრებს ეხებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დაესწრნენ ლექციას, ვიდეოფილმი ნახეს, მოუსმინეს მუსიკას და კროსვორდები შეავსეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მოსწავლეების აქტივობას ორგანიზება სკოლის პედაგოგმა ნანა აბულაძემ გაუწია.
იხილეთ ფოტოები