აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს 
17-09-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით, საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცე დიდი მონდომებითა და სიყვარულით - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთეს. ისინი მონატრებულ ახალგაზრდებს სიხარულით შეეგებნენ, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

თავის მხრივ, მოსწავლეებმა მასწავლებლებს ყვავილები უსახსოვრეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მიუწყვეს, მათ კუთვნილი წიგნები და კომპიუტერებიც გადაეცათ. 

სკოლაში აღიმართა საქართველოს დროშა და სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. სკოლის დირექტორმა თეა ზოიძემ ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს მიულოცა. 

„დაიწყო ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილებების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად ჩვენი სკოლის კარი შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი თეა ზოიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203