ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
პედაგოგები თითოეულ მოსწავლეს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ, ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
საქართველოს დროშის აღმართვისა და ეროვნული ჰიმნის გაჟღერების შემდეგ, სასწავლო პროცესიც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით იმ პატარების დასახვედრად მოემზადნენ, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. პირველკლასელებს კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულცავენ.
„აი, დადგა ნანატრი სასწავლო წლის პირველი დღეც!
ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებო, გილოცავთ!
ყველას გისურვებთ ლაღ, საინტერესო, წარმატებულ და ნაყოფიერ სასკოლო ცხოვრებას! წინ გელით სიურპრიზებით, სიახლეებით სავსე 2024-2025 სასწავლო წელი! განსაკუთრებული სიყვარულითა და სიხარულით ვესალმებით ჩვენს პირველკლასელებს!
გვინდა, რომ მათთვის თბილისის N94 საჯარო სკოლა იყოს სამყარო, სადაც ისინი შეიძენენ როგორც ცოდნასა და საჭირო უნარებს, ასევე მეგობრებს, თანატოლების და მასწავლებლების სახით. მათთან ერთად იმოგზაურებენ ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლების სამყაროში.
ბედნიერი იყოს მათი პირველი ნაბიჯები ჩვენს სკოლაში!
ვეფერებით მეთორმეტეკლასელებს და წარმატებასა და სიხარულით სავსე წლებს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: