ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული. მოსწავლეებს მერხებთანაც ბუშტები და წიგნები დახვდათ. ამ ყველაფერმა კი, პატარების განწყობა უფრო აამაღლა.
თავის მხრივ, მასწავლებლები მათაც გაახარეს და სკოლაში ყვავილებით ხელდამშვენებულები გამოცხადდნენ.
იხილეთ ფოტოები: