ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი დღისთვის მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ.
ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით, ფანჯრები მოხატეს, საკლასო ოთახები კი ლამაზი დეკორაციებითა და ბუშტებით მორთეს, რათა სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი პირველკლასელთათვის ეს დღე ემოციებით აღსავსე, დაუვიწყარი ყოფილიყო.
სკოლაში ნამდვილი სადღესასწაულო გარემო შეიქმნა, რამაც მთელი სასკოლო საზოგადოების განწყობა აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში კარგად აქვთ გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის ლამაზი, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.
იხილეთ ფოტოები: