ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო.
არდადეგების შემდეგ სკოლის კედლები კვლავ ბავშვების ჟრიამულმა აახმაურა. მათ დასახვედრად პედაგოგები უდიდესი სიყვარულით მოემზადნენ - მორთეს სასკოლო სივრცე, ბავშვებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული დღეები უსურვეს.
თავის მხრივ, ღონისძიებაზე მოსწავლეებმაც სხვადასხვა ნომერი შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წარმოთქვეს და საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. რაც შეეხებათ ყველაზე პატარებს - პირველკლასელებს, მათ კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: