ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი საზეიმო ვითარებაში, დიდი ზარ-ზეიმით განახლდა.
მოსწავლეები, განსაკუთრებით კი პირველკლასელები ძალიან მოიხიბლნენ ლამაზად მორთული საკლასო ოთახებით. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე ძალიან ლამაზი, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: