მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ზღაპრულად მორთულ შენობაში მონატრებული მოსწავლეები უდიდესი სიყვარულით მიიღეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველკლასელთა დახვედრა. მათთვის დაუვიწყარი დღის მოწყობაზე დამრიგებელმა ნონა რაზმაძემ იზრუნა.
პატარების კლასი ნაირნაირი დეკორაციითა და ოქროსფერი ბუშტებით იყო მორთული. პირველკლასელებს კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები სასკოლო მერხებზე დახვდათ. თავის მხრივ, პედაგოგის გული მათაც გაახარეს და ყვავილები აჩუქეს.
დღემ ძალიან საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: