შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ზარ-ზეიმითა და დიდი სიხარულით აღინიშნა.
სკოლაში მოსწავლეთა მისაღები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
დირექციამ წარჩინებული მოსწავლეები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. პირველკლასელებს კი კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამას მოწმობს ლამაზი ღონისძიება, რომელმაც ბავშვებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
იხილეთ ფოტო: