დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველ დღეს პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.
ისინი ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, საკლასო ოთახები მორთეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეები დიდი სიხარულით მივიდნენ, მასწავლებლებს გაესაუბრნენ, ყვავილები უსახსოვრეს და სასწავლო პროცესს შეუდგნენ.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: