ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
პედაგოგებმა ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე თითოეული მოსწავლისთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო. მათ საკლასო ოთახები ბუშტებითა და სადღესასწაულო დეკორაციით მორთეს.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
ხეოთის საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს ულოცავს.
იხილეთ ფოტოები: