მასწავლებლის სახლის ქვეპროგრამები სახელმწიფოს 13 მილიონ ლარზე მეტი უჯდება - რამდენი იხარჯება ტრენინგებსა და სხვა პროგრამებში
20-09-2024

ცნობილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრის 2024 წლის პროგრამების ჩამონათვალი. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პროგრამებისთვის, მიმდინარე წელს გათვალისწინებულია ბიუჯეტი - 13,295,000 ლარი.

რაც შეეხება კონკრეტულ პროგრამების ბიუჯეტს, გთავაზობთ ჩამონათვალს დოკუმენტიდან:

ქვეპროგრამა განათლების e-სახლი - 1,700,000.00;

ტრენინგების ქვეპროგრამა - 2,452,000.00;

STEAM მხარდაჭერის ქვეპროგრამა - 343,400.00;

მასწავლებლის და დირექტორის პროფესიის რეგულირების ქვეპროგრამა - 615,370.00;

არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამა - 3,117,980.00;

ქვეპროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ - 2,986,350.00;

დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების გაძლიერების (eTwinning) ხელშეწყობის ქვეპროგრამა - 252,700.00;

ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად - 132,200.00;

არაფორმალური განათლების ქვეპროგრამა - 750,000.00;

სკოლამდელი აღზრდის და განათლების ხელშეწყობა - 320,000.00;

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა - 625,000.00.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203