ქუთაისის N38 საჯარო სკოლის კარი არდადეგებიდან დაბრუნებულმა მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულით შეაღეს.
სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი მხიარულად, სიურპრიზებით დაიწყო. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე იზრუნეს და ბავშვებს სწავლის დაწყება დღესასწაულად უქციეს.
სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებს ანიმატორებმა მიულოცეს. პატარებს საყვარელმა ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს და სახალისო აქტივობებში ჩართეს.
პატარებს დირექტორმა და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიმართეს, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: