ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ზარ-ზეიმით განახლდა.
16 სექტებერს სკოლაში ცოდნის ზეიმი გაიმართა.
სასკოლო საზოგადოებას - ულამაზეს, უფერადეს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სწავლის დაწყება სკოლის დირექტორმა, ლიანა ბოლქვაძემ მიულოცა.
„გილოცავთ ყველას: მოსწავლეს, მასწავლებელს თუ სტუდენტს, პირველკლასელს, პირველკურსელს, მეთორმეტეკლასელს, მშობელს...
ყველას, ვისთვისაც განათლება უმნიშვნელოვანესია.
ვისთვისაც სკოლა უპირველესად, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის შენების მთავარ საძირკველს“, - დიდი სიყვარულით მიმართა დირექტორმა სკოლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას.
ლექსები წაიკითხეს ყველაზე ბედნიერმა, პირველკლასელებმა. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაზე პატარები დიდი სიყვარულით მიიიღეს და სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დაულოცეს.
ლექსები მხატვრულად წაიკითხეს სხვა კლასის მოსწავლეებმაც.
დირექტორმა მიღწეული სპორტული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის მასწავლებელს - გია ბოლქვაძეს და სიგელებით დააჯილდოვა წარმატებული მოსწავლეები.
განახლების საჯარო სკოლაში სკოლაში სასწავლო წელს ახალი მიზნებითა და დიადი გეგმებით ხვდებიან, მთელი საქართველოს მოსწავლე-მასწავლებლებს კი წარმატებულ წელს უსურვებენ.
„საქართველოს ყველა, საჯარო თუ კერძო სკოლის წარმომადგენელს, წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: