ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით განახლდა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი დღე განსაკუთრებით გაულამაზეს ყველაზე პატარებს - პირველკლასელებს, რომელთაც ცოდნის ტაძარში თამამად, დიდი სიხარულით შეაბიჯეს.
პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ მათი კუთვნილი ბუკები.
პედაგოგებმა პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.