სამების საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი ნაირა დევდარიანი პროფესიული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა
18-09-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის კონსილტანტ-მასწავლებელი ნაირა დევდარიანი, პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, დაჯილდოვდა. 

ნაირა დევდარიანს, პროგრამის ფარგლებში, გეოგრაფიის წლის საუკეთესო  მასწავლებლის პრემია გადაეცა. პედაგოგი სერტიფიკატითა და სპეციალური საჩუქრით დაჯილდოვდა. 

პროგრამის სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით საუკეთესო პორტფოლიოსა და მონიტორინგის მქონე მონაწილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,  ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში ქვეპროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე დასაჩუქრდნენ. 

სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და მას ღირსეულ გამარჯვებას ულოცავენ. 

„სკოლა ულოცავს  ქალბატონ ნაირას ამ დამსახურებულ გამარჯვებას  და კიდევ ბევრ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ ჩვენს შრომისმოყვარე და მიზანდასახულ მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203