ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას სრულ მზადყოფნაში შეხვდა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს.
გაიმართა მისაღები ღონისძიება, სადაც სკოლის დირექტორმა, ლიანა ბოლქვაძემ პირველკლასელებსა და მასწავლებლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჩუქარი - კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა.
ახალი კომპიუტერები პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე სასწავლო რესურსი იქნება - სწავლების პროცესს გაამარტივებს და გააუმჯობესებს.
„განათლება უპირველესად!“- ამ ლოზუნგის გარეშემო გაერთიანებული განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები კი განათლებული მომავალი თაობების აღზრდას დიდი შემართებით აგრძელებენ.
იხილეთ ფოტოები: