ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში, ახალი 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლეებმა შემართებით დაიწყეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა გასული - 2023-2024 სასწავლო წელი შეაჯამეს.
მათ, როგორც გვიყვებიან, მე-7 კლასში გააკეთეს „მოლოდინის ხე“, რომელიც იმ სურვილებით შეამკეს, რისი რწმენაც მე-7 კლასში ჰქონდათ - რაც სჭირდებოდათ და რასაც განახორციელებდნენ.
„მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვები, სადაც უნდა აღეწერათ სამი სიტყვით 2023-2024 სასწავლო წელი - რა იყო წლის გამორჩეული ეპიზოდი, რომ შესძლებოდათ რას შეცვლიდნენ ამ სასწავლო წლის თავიდან დაწყებისას და რა რჩევას მისცემდნენ შემდეგი მე-7 კლასის მოსწავლეებს“, - გვეუბნებიან სკოლაში.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბავშვებს უსურვეს სწავლის მოტივაცია და წარმატებები.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: