ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს.
სკოლაში 16 სექტემბერს მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც გასული სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებში, აქტიურად მონაწილე მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა. წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები მოსწავლე-მასწავლებლებს სკოლის დირექტორმა, ლიანა ბოლქვაძემ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, დაფასებულია პედაგოგთა შრომა და ღვაწლი, მათი მიღწევები კი ყოველთვის აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: